ცერნის მასტერკლასი სტუ-ში - „Hands on Particle Physics“
ცერნის მასტერკლასი სტუ-ში - „Hands on Particle Physics“
03-12-2017
23-25 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა CERN - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (შვეიცარია) მასტერკლასს ნაწილაკების ფიზიკასთან დაკავშირებით „Hands on Particle Physics“. მასტერკლასს ორგანიზება გაუწია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრმა.
საერთაშორისო მასტერკლასი ნაწილაკების ფიზიკაში შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ცერნში მიმდინარე ექსპერიმენტების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აღმოაჩინონ ელემენტარული ნაწილაკების სამყარო. ასევე, მათ შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ მეცნიერებს, რომლებიც აწარმოებენ კვლევას ნაწილაკების ფიზიკაში და გაიცნონ თანამოაზრე ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან.
ლექციებისა და პრაქტიკული სამუშაობის შედეგად მასტერკლასის მონაწილეებმა შეისწავლეს ნაწილაკები და მათ შორის მიმდინარე პროცესები. ლექციები ცერნში მომუშავე მეცნიერებმა ჩაატარეს. მასტერკლასის თემას წარმოადგენდა ნაწილაკების ფიზიკა, ცერნში მიდინარე ექსპერიმენტები და დეტექტორები. თეორიული კურსის შემდეგ, მასტერკლასის მონაწილეებმა დაამუშავეს ექსპერიმენტის შედეგად მიღებულ მონაცემები და აღმოაჩინეს სხვადასხვა ნაწილაკები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.