9 ოქტომბერს, სტოკჰოლმში (შვედეთი) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ელგუჯა ქუთელია, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციების დარგში მნიშვნელოვანი კვლევებისა და მიღწევებისთვის, დაჯილდოებული იქნა თანამედროვე მასალების საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Advanced Materials, IAAM) მედლით.