RETHINKe პროექტი - I საერთაშორისო კონფერენცია "უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია: სტრატეგიები და გამოწვევები“
RETHINKe პროექტი - I საერთაშორისო კონფერენცია "უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია: სტრატეგიები და გამოწვევები“
11-10-2017
12 ოქტომბერს, 11:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრების ოთახში (Meeting Room) გაიხსნება პირველი საერთაშორისო კონფერენცია "უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია: სტრატეგიები და გამოწვევები“ - IHE 2017 (Internationalisation in Higher Education: strategies and challenges), რომელიც გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TEMPUS პროგრამის RETHINKe პროექტის ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც პროექტის კონსორციუმის წევრი, მონაწილეობს პროექტში RETHINKe - Reform of Education Thru International Knowledge exchange (54417 8-T EM PUS-1-2013-1-PT-TEMPUS-JPCR, საგრანტო ხელშეკრულება 2013-5076), რომელიც ითვალისწინებს ურბანისტიკასა და არქიტექტურის სადოქტორო ინგლისურენოვანი ორმაგი ხარისხის პროგრამების შემუშავებას გაძლიერებული გარემოს დაცვის კომპეტენციებით.
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე სიტყვითა და მოხსენებებით გამოვლენ ლისაბონის არქიტექტურის ფაკულტეტის პრეზიდენტი ჟოაო პარდალ მონტეირო (პორტუგალია); RETHINKe პროექტის ხელმძღვანელი ოქსანა რიბაკი-ტურჩანინა (პორტუგალია); პროფ. ანტონიო კასტელბრანკო და სხვ.
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე გაშუქებული იქნება RETHINKe პროექტის ძირითადი მიზნები, ამოცანები და მიღწეული შედეგები.
პლენარული სესიის შემდგომ კონფერენცია მუშაობას განაგრძობს სექციებში ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ორმაგი ხარისხის პროგრამები; სხვა ევროპულ პლატფორმებთან დაკავშირებით ცოდნის გაცვლა და ამ მიმართულებით ქართულ და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული ძირითადი პრობლემების, გამოწვევებისა და განვითარების სტრატეგიები.
კონფერენციის ბოლოს მონაწილეები შეაჯამებენ სამუშაო სესიის შედეგებს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.