ფორუმი "პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის"
ფორუმი "პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის"
29-09-2017
28 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა თანამშრომლობის ფორუმი "პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის".
ღონისძიება გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის: "კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების განვითარება სამხრეთ კავკასიაში" ინიციატივითა და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით.
ფორუმის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სამშენებლო სექტორის დიალოგის გაძლიერება საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ახალი, მომავალზე ორიენტირებული სამშენებლო საგანმანათლებლო პროგრამების შესაქმნელად.
ღონისძიების ფარგლებში, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ აქტუალურ, საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებულ საკვალიფიკაციო პროგრამებს და განიხილეს ახალი შესაძლებლობები. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორიცაა: მშენებლობის უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა, თანამედროვე არქიტექტურა და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებმა, საგანმანათლებლო დაწესებულებების (პროფესიული კოლეჯები და უნივერსიტეტები) წარმომადგენლებმა, სამშენებლო ფედერაციებმა, დამსაქმებელთა ასოციაციამ, ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.