15 ივლისს დასრულდა „საქართველოს უნივერსიადა 2017“, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა.
„საქართველოს უნივერსიადა 2017“-ის ფარგლებში ჩატარებულ შეჯიბრებებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთო ჯამში მოიპოვეს 36 მედალი, აქედან 16 ოქრო, 11 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.