დიზაინის საერთაშორისო სკოლის აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები
დიზაინის საერთაშორისო სკოლის აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები
13-07-2017
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსის მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრების ალბომები შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ მოსამზადებელი კურსი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრის მხარდაჭერით 6 თვის განმავლობაში მიმდინაროებდა. პროექტის ფარგლებში სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები (მე-10, მე-11, და მე-12 კლასელები) სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლაში უფასოდ ეუფლებოდნენ დიზაინერულ ხატვასა და ინგლისურ ენას, ეჩვეოდნენ კრეატიულ აზროვნებას.
შეხვედრები კვირაში ერთხელ იმართებოდა, 2 საათის განმავლობაში (2 სთ. ხატვა/2 სთ. ინგლისური ენა). მიუხედავად სწავლის ხანმოკლე პერიოდისა, სკოლის მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს. მომავალი სასწავლო წლიდან განახლდება მოსამზადებელი კურსები და ამასთან, იგეგმება არაერთი სიახლე, რომელსაც დიზაინის საერთაშორისო სკოლა სწავლის მსურველებს შესთავაზებს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.