SAP Business One "ბიზნეს-პროცესების ინჟინერინგის" სასწავლო კურსში
SAP Business One "ბიზნეს-პროცესების ინჟინერინგის" სასწავლო კურსში
29-06-2017
2017-2018 სასწავლო წლიდან პრაქტიკული მეცადინეობები "ბიზნეს-პროცესების ინჟინერინგის" სასწავლო კურსში SAP კომპანიის პროდუქტის SAP Business One-ის გამოყენებით ჩატარდება. "ბიზნეს-პროცესების ინჟინერინგი" სტუ-ს რამოდენიმე სასწავლო პროგრამაში შემავალი სასწავლო კურსია.
ეს შესაძლებელი გახდა RSM Georgia Solutions კომპანიასთან სტუ-ს თანამშრომლობის შედეგად. აღსანიშნავია, რომ SAPკომპანია ე.წ. ERP გადაწყვეტილებების მსოფლიო ბაზრის ლიდერია. საქართველოში მის პროდუქტებს თელასი, საქართველოს რკინიგზა, Diplomat Georgia, თეგეტა მოტორსი და რიგი სხვა წამყვანი კომპანიები იყენებენ.
კომპანიის პირველი პარტნიორი საქართველოში არის კომპანია RSM Georgia Solutions, რომელიც დაკავებულია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განკუთვნილი SAP Business One პროდუქტის ზოგიერთი მახასიათებლების (ანგარიშთა გეგმის, ანგარიშგების და ა.შ.) ჩვენს პირობებთან ადაპტირებითა და გავრცელებით.
SAP Business One პროდუქტით სარგებლობის პრაქტიკული უნარების შეძენა ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, განსაკუთრებით, "ბიზნესტექნოლოგიების" და "ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის" ფაკულტეტებიდან, საგრძნობლად დაეხმარება დასაქმების შანსების ამაღლებაში, სულ უფრო მზარდი რაოდენობის იმ კომპანიებში, რომელთა მართვა SAP ERP სისტემების მეშვეობით ხორციელდება.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.