Erasmus+ - საინფორმაციო სემინარი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შესახებ
Erasmus+ - საინფორმაციო სემინარი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შესახებ
20-06-2017
19 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა ჩაატარა საინფორმაციო სემინარი ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებთან (JMD სტიპენდიები) დაკავშირებით.
სემინარზე წარმოდგენილი იქნა პროგრამის მიმოხილვა, დაშვების პირობები, პროგრამის ფინანსური მახასიათებლები და ა.შ. ასევე, ევროპული უნივერსიტეტების მაგისტრატურაში სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს დაურიგდათ სპეციალურად შემუშავებული საინფორმაციო მასალა და გზამკვლევები.
საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, ამომწურავი პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო აქტუალურ საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრები Erasmus+ სასტიპენდიო პროგრამების შესახებ უკვე ჩატარდა თელავში, ახალციხესა და ბათუმში. იგეგმება შეხვედრა ქუთაისში და შემოდგომიდან შეხვედრების ახალი სერია თბილისში.
ერთობლივ სამაგისტრო პროგრამების შესახებ წარმოდგენილი პრეზენტაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.