15-19 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს სტუმრობდა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის (თურქეთი) ასისტენტ პროფესორი ოზგურ ოიაჩიოღლუ-კალკანი (Özgür OYACIOĞLU-KALKAN ).
სალექციო კურსის სამეცნიერო თემატიკა მათემატიკას, კერძოდ, ლორენც-მინკოვსკის სივრცესთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა.