15 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა ლიტვური და ქართული ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი "პოეზიის გაზაფხული 2017". ფესტივალი ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ინიციატივითა და ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.
საერთაშორისო ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ: ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოდზიუნასი; საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი; სტუ-ს რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ზურაბ გასიტაშვილი; სტუ-ს სტუდენტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ლიტვური ენის შესწავლით; ასევე, ლიტველი და ქართველი პოეტები: ვიოლეტა შობლინსკაიტე; რენალდა მაჩულსკაინე; გასპარას ალექსა; საქართველოს სახელმწიფო არტისტი გურანდა გაბუნია; მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი ლაშა ამირეჯიბი; სტუ-ს პროფესორი გულაბერ ანანიაშვილი, რომელიც თავისუფლად ფლობს ლიტვურ ენას.
ფესტივალის გახსნაზე ღონისძიების მონაწილეებმა წაიკითხეს ქართული და ლიტვური ლიტერატურული ნაწარმოებები, აგრეთვე, აჟღერდა ქართული და ლიტვური სიმღერები.
ფესტივალი გაგრძელდება საქართველოს კიდევ ორ მუნიციპალიტეტში: 18 მაისს - ბორჯომში და 20 მაისს ის დასრულდება ამბროლაურში.
საგულისხმოა, რომ ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ჭაბუა ამირეჯიბის რომანის „დათა თუთაშხიას“ ლიტვური თარგმანის პრეზენტაცია, რომლის ავტორია ვიოლეტა შობლინსკაიტე.
ბორჯოსა და ამბროლაურში ფესტივალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ლიტველი პოეტებიც დაესწრებიან.
აღსანიშნავია, რომ ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2012 წელს დაარსდა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და ლიტვის განათლების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით. ლიტვური ენისა და კულტურის სწავლებას ცენტრში პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი ხელმძღვანელობს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.