ERASMUS+ - სალექციო კურსი სტატისტიკური ანალიზის მიმართულებით
ERASMUS+ - სალექციო კურსი სტატისტიკური ანალიზის მიმართულებით
19-05-2017
1-5 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის (თურქეთი) ასოცირებულმა პროფესორმა სინან სარაჩლიმ (Sinan Saraçlı) წაიკითხა ლექციების კურსი სტატისტიკური ანალიზის მეთოდების შესახებ.
ლექციების კურსი Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილოებს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი.
აღსანიშნავია, რომ სინან სარაჩლი აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში იმყოფებოდა. თურქი ლექტორის მიერ წაკითხული სალექციო კურსი მოიცავდა სტატისტიკის სამეცნიერო მიმართულებას, მათ შორის სტატისტიკის თეორიისა და სტატისტიკური ანალიზის მეთოდების განხილვას.
მან ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ასევე, წარმოუდგინა პრეზენტაცია თურქული უნივერსიტეტის შესახებ.
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრაში განხილული იქნა ასევე წინადადებები ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, ერაზმუს+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.