EANET პროექტი - საერთაშორისო კონფერენცია "მომდევნო ნაბიჯი მდგრადი სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში"
EANET პროექტი - საერთაშორისო კონფერენცია "მომდევნო ნაბიჯი მდგრადი სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში"
16-05-2017
15-16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, EANET - Entrepreneur Alumni Network - ტემპუსის პროექტის ფარგლებში, ტექნოპარკში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია "მომდევნო ნაბიჯი მდგრადი სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში" (Next Step in Building a Sustainable Enterpreneurial Ecosystem).
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ 15 უნივერსიტეტის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (გერმანია, ჰოლანდია, უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, საქართველო), მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც პროექტის კონსპორციუმის წევრი უნივერსიტეტი.
კონფერენციის მიზანია ქვეყანაში არსებული სამეწარმეო ეკოსისტემის გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზი, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების მიერ სხვა ქვეყნების რელევანტური გამოცდილების განხილვა.
პროექტი „კურსდამთავრებულ მეწარმეთა ქსელი" დაფინანსებულია ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) მიერ, ხოლო პროექტის კოორდინატორია ამსტერდამის Hogeschool van Amsterdam - ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლა (SEM) (ჰოლანდია).
EANET პროექტი ითვალისწინებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს 11 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კურსდამთავრებულ მეწარმეთა ასოციაციებისა და ქსელის შექმნას და კურსდამთავრებულებს, მეცნიერებსა და სტუდენტებს შორის სამეწარმეო აქტივობების მხარდაჭერას, აგრეთვე, საერთაშორისო სამეწარმეო ქსელების ჩამოყალიბებას უნივერსიტეტებს, გარე პარტნიორებს, ექსპერტებს, კომპანიებსა და მეწარმეებს შორის და ამგვარად კურსდამთავრებულთა დასაქმების გაზრდის ხელშეწყობას. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმე კურსდამთავრებულთა მოზიდვას საერთაშორისო ქსელში, რაც გააღრმავებს სტუდენტებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.