2-6 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში სტუმრობდა ბატონი ოიარს ბალინში (Ojārs Bāliņš) ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (ვალმიერა, ლატვია).
ტრენინგის მიზნით ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროექტის ფარგლებში ლატვიელი ინჟინერ-პროგრამისტი ახლოს გაეცნო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მასში მიმდინარე სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებს. ამ მიზნით გაიმართა შეხვედრები სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკისა და ეკონომიკური ინფორმატიკის (ინფორმაციული სისტემების) დეპარტამანტების ხელმძღვანელებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან.
ლატვიელმა სტუმარმა ეკონომიკური ინფორმატიკის (ინფორმაციული სისტემების) დეპარტამენტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საინტერესოდ წარმოუდგინა ლატვია და ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გაუზიარა თავისი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სასწავლო პროგრამების დამუშავებასთან დაკავშირებით.