23 აპრილს, 11:00 სთ., "ამერიკის დღეები 2017"-ის ფარგლებში, „მეგობრობის ფორუმი“ გაიმართება. „მეგობრობის ფორუმის“ ორგანიზატორია აშშ-ის საელჩო. ღონისძიება გაიმართება სასტუმრო „რუმსში“ (მ. კოსტავას ქ.#14), 11:00-დან 18:00 საათამდე.
„მეგობრობის ფორუმზე“ აშშ-ის საელჩოს საკონსულო განყოფილება, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) და ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.
„მეგობრობის ფორუმის“ ფარგლებში, აშშ-ის საელჩო საგრანტო პროგრამების, ამერიკაში სწავლის შესალებლობების, საგანმანათლებლო პროექტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ პრეზენტაციას გამართავს. საინფორმაციო გამოფენის პარალელურად, სემინარები გაიმართება სხვადასხვა თემებზე, მათ შორის, ამერიკის საგანმანათლებლო სისტემაზე. სტუდენტებს მიეწოდებათ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გზები არსებობს ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად, როგორ მოიძიონ მათთვის სასურველი უნივერსიტეტი, შეავსონ განაცხადი და მოიპოვონ დაფინანსება.
აღსანიშნავია, რომ „მეგობრობის ფორუმი“ ამერიკისა და საქართველოს დიპლომატიური თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.