LMPH პროექტი - პორტუგალიელი პროფესორის ტრენინგი კო-ანიმაციის ფარგლებში
LMPH პროექტი - პორტუგალიელი პროფესორის ტრენინგი კო-ანიმაციის ფარგლებში
30-03-2017
31 მარტს, 11:30 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე (VI კორპუსი, ე-7 სართული, "ბ" ბლოკი), კო-ანიმაციის ფარგლებში სტუდენტებისათვის ტრენინგი ჩატარდება. ტრენინგი სასტუმროს დარგის განვითარებას შეეხება და მას ჩაატარებს პროფესორი ჟოზე ანტონიო სანტოსი (პორტუგალია).
ტრენინგზე დასწრება თავისუფალია.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგი იმართება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ტემპუსის პროექტის ფარგლებში. პროექტის სახელწოდებაა TEMPUS LMPH N°544191 Tempus 1-2013-1-PT JPCR და ითვალისწინებს სასტუმროს მენეჯმენტის მიმართულებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მომზადებას საქართველოში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მიზნით.
საგულისხმოა, რომ ამავე პროექტის ფარგლებში, 29 მარტს პორტუგალიელმა პროფესორმა შეხვედრა გამართა ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა მიმდინარე ეტაპზე მიღწეული შედეგები და ასევე, პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული დეტალები.
პროექტის კოორდინატორია გრენობლის აკადემია (საფრანგეთი), ხოლო საქართველოში პროექტის დირექტორია სტუ-ს პროფესორი ია მოსაშვილი. პროექტში ჩართულნი არიან ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები, რომელთა მიერ მომზადდა და აკრედიტაცია გაიარა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა სასტუმროს მენეჯმენტის მიმართულებით.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.