გრძელდება რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის
გრძელდება რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის
27-03-2017
საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია გაგრძელდა 29 მარტის ჩათვლით.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ სტუ-ს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რასაც ადასტურებს GPA (მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული (მინიმუმ “B” (81-90%) ძალიან კარგი).
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა შესაბამისი აკადემიური მოსწრებით (არაუმეტეს 2 წლისა).
პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუ-ს სოცილურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტს (მის.: კოსტავას N77. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი №266).
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.