პროექტი - “სამშვიდობო პოლიტიკა - ერთიანი საქართველოსთვის”
პროექტი - “სამშვიდობო პოლიტიკა - ერთიანი საქართველოსთვის”
13-03-2017
10 მარტს გაიმართა სტუ-ს ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის სადოქტორო სკოლის მიერ მომზადებული სახელმწიფო პროგრამის “სამშვიდობო პოლიტიკა - ერთიანი საქართველოსთვის” (სისტემური ანალიზი) კონცეფციის განხილვა.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ბატონ დიმიტრი სანაკოევთან პროექტი ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლის დირექტორმა ზურაბ ჯიბლაძემ წარადგინა. პროგრამის განხილვისას გაანალიზდა სამშვიდობო პოლიტიკის დაგეგმვის, სისტემის განვითარების და შედეგზე ორიენტირებული მართვის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემების ჩამოყალიბების აქტუალური საკითხები.
შესრულებულ სამუშაოს მიეცა მაღალი შეფასება და აღნიშნული იქნა პროექტის პერსპექტიულობა ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში. დაისახა მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი და დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.