15 მარტს, 18:00 სთ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-კინო ხელოვნების კათედრის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა კინორეჟისორ ელდარ შენგელაიასთან.
შეხვედრას გაუძღვება კათედრის ხელმძღვანელი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი. სტუმარს მიესალმება თსუ-ს რექტორი, ბატონი გიორგი შარვაშიძე. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, კინორეჟისორის მეგობრები და მისი ფილმების მსახიობები. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება კადრები ელდარ შენგელაიას ფილმებიდან, ახალი ფილმის ტრეილერი.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმობა რეჟისორის დიალოგს სტუდენტებთან.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ #1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.