მემორანდუმი სტუ-სა და "RMG Gold" და "RMG Copper" კომპანიებს შორის
მემორანდუმი სტუ-სა და "RMG Gold" და "RMG Copper" კომპანიებს შორის
01-03-2017
13 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და "RMG Gold" და "RMG Copper" კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია საქართველოში სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების ხელშეწყობა.
ამასთან დაკავშირებით, ტექნიკური უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ისეთი აქტივობების განხორციელებას, როგორიცაა სამთო-გეოლოგიური პროფილის შესაბამისი სპეციალისტების მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება.
"RMG Gold" და "RMG Copper" კომპანიები თავისი შესაძლებლობის ფარგლებში იღებენ ვალდებულებას, სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ექვს წარჩინებულ სტუდენტს დაუნიშნონ სახელობითი სტიპენდია, თვეში 200 ლარის ოდენობით. ასევე, კომპანიები უზრუნველყოფენ 20-25 სტუდენტისათვის სასწავლო პრაქტიკის გავლას, მათგან 10-12 სტუდენტი გაფორმდება სტაჟიორად და გაივლიან ერთთვიან საწარმოო პრაქტიკას გეოლოგიური, ტექნოლოგიური, ლაბორატორიული და ეკოლოგიური მიმართულებით. გამორჩეულ სტუდენტებს მიეცემათ სათანადო რეკომენდაცია კომპანიაში მათი შესაძლო დასაქმების თვალსაზრისით.
პრაქტიკაზე მიღებული პრაქტიკული გამოცდილება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს დაეხმარებათ პოფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ამაღლებაში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.