კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამა „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი" და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს ხუთთვიან სალექციო კურსს „მსოფლიო რელიგიათა კლუბი“, მსოფლიო რელიგიათა წარმომავლობის, ისტორიის და კულტურის შესახებ.
პროექტის მონაწილეებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ, გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ა.შ) ძირითად არსს და ისტორიას, დაესწრონ შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდნენ ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენლებს.
კლუბის წევრები, ასევე, მოისმენენ ლექციებს რელიგიასთან დაკავშირებულ აქტუალურ დებატებზე პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებში, მონაწილეობას მიიღებენ კლუბის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში.
ამასთანავე, პროექტი ითვალისწინებს საქართველოში არსებული რელიგიური ძეგლების და ცენტრების დათვალიერებას, ესეების კონკურსს რელიგიის თემაზე, ფილმების ჩვენებას.
ლექციები ჩატარდება 15 მარტიდან, ყოველ ოთხშაბათს, 16:00-18:00 სთ. ლექციების კურსი არ არის ფასიანი და სრული კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატი გაიცემა.
კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის შეტანა შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს.
შევსებული სააპლიკაციო განაცხადი დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გააგზავნონ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 27 თებერვლისა, ელ. ფოსტაზე: elene-nod@cipdd.org.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.