9 თებერვალს ქ. თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა. უნივერსიტეტში დავით ნარმანიას სტუმრობის მიზანს 2016 წლის მანძილზე დედაქალაქის მერიის წინაშე მდგარი გამოწვევები, გაწეული სამუშაო და სამომავლო გეგმები წარმოადგენდა.
დავით ნარმანიამ შეკრებილ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა გასული წლის მანძილზე თბილისის მერიის მიერ გაწეული საქმიანობისა და იმ გამოწვევების დაძლევის შესახებ, რაც 20016 წლის მანძილზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წინაშე იდგა, ისაუბრა განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ჩატარებულ სამუშაოებზე, სატრანსპორტო საშუალებების მოდერნიზაციასა და ახალი მარშრუტების შექმნაზე, დედაქალაქის გამწვანების, ჯანდაცვის, სოცუზრუნველყოფის, ახალი და მიმდინარე მშენებლობების, ასევე, ტურისტული ინფრასტრუქტურის სრულყოფისთვის გაწეულ სამუშაოებზე.