ახალი კოლაბორაციული ხელშეკრულება სტუ-სა და CERN - ს შორის
ახალი კოლაბორაციული ხელშეკრულება სტუ-სა და CERN - ს შორის
27-12-2016
22 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN - ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (ჟენევა, შვეიცარია) შორის გაფორმდა ახალი კოლაბორაციული ხელშეკრულება (ხელშეკრულება #366/2010 addm.3), რომელიც 2017 წლიდან შედის ძალაში. ხელშეკრულების თანახმად, სტუ-ს ბირთვული ინჟინერიის ცენტრი სამ პარალელურ პროექტს შეასრულებს ATLAS-ის ექსპერიმენტისათვის.
პირველი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია "ივენთ დისპლეის" პროგრამული პაკეტის დამუშავება უახლესი Javascript და Three.js ტექნოლოგიების გამოყენებით.
მეორე პროექტის მიხედვით განხორციელდება სიმულაციისა და რეკონსტრუქციის პაკეტებში გამოყენებული დეტექტორის კომპონენტების თეორიული გეომეტრიული აღწერების ვერიფიკაცია და მათი მოყვანა რეალურად არსებულ გეომეტრიებთან შესაბამისობაში. პროექტის შესასრულებლად გამოყენებული იქნება მოდელირების თანამედროვე ტექნოლოგია CATIA-ს ბაზაზე.
მესამე პროექტი ითვალისწინებს დეტექტორის ახალი გეომეტრიული აღწერების დამუშავებას Geant4 - ის მოდელირების პაკეტებისათვის. ამ პროექტის შესასრულებლად, ასევე, გამოყენებული იქნება მოდელირების თანამედროვე ტექნოლოგია CATIA-ს ბაზაზე.
ზემოაღნიშნული პროექტების განხორცილებისას დაგეგმილია სამაგისტრო და სადოქტორო სამეცნიერო კვლებისა და ნაშრომების შესრულება, ასევე, გათვალისწინებულია სტუ-ს სტუდენტების სამეცნიერო სტაჟირებები CERN-ში.
პროექტის შესრულების მონიტორინგი გულისხმობს CERN-ის მიერ ორგანიზებულ პრაქტიკულ სემინარებში სისტემატურ მონაწილეობას.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.