საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის დოქტორანტმა თამარ ხეჩიაშვილმა სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის (Forschungszentrum Jülich - JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2016 წლის გრანტი მოიპოვა.
ტექნიკური უნივერსიტეტიდან დოქტორანტის ხელმძღვანელია პროფ. ქეთევან კოტეტიშვილი, ხოლო იულიხის კვლევითი ცენტრიდან - პროფ. ჯონ შა (INM-4 ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი) და დოქტორი ფარიდა გრინბერგი.
დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის თემა ეხება დიფუზიური მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის კონტრასტების განვითარებასა და გამოყენებას ნევროლოგიურ კვლევებში.
აღსანიშნავია, რომ მოპოვებული გრანტის ფარგლებში ქართველი დოქტორანტი სადისერტაციო ნაშრომზე სამი წლის განმავლობაში იმუშავებს იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.