7 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (გერმანია) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დირექტორი, ქალბატონი ქრისტინ ბუდენი.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ლევან კლიმიაშვილი, ხარისხის უზრინველყოფის სამსახურის უფროსი გოგი ძიძიგური, საერთაშორისო ურთიერთობებისა დასტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე, სტუ-ს ინოვაციური ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე ედიბერიძე.
შეხვედრებზე განხილული იქნა კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და სტუ-ს შორის ერთობლივი პროექტების განხორცილებასთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის უკვე გაფორმებულია ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულება და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაბამისად შეუძლიათ მობილობით სწავლა გააგრძელონ და ჩაატარონ ლექციები პროექტის კოორდინატორ გერმანული უნივერსიტეტში.
ქალბატონმა ბუდენმა სტუ-ში სტუმრობისას დაათვალიერა ლაბორატორიები ფიზიკის დეპარტამენტში, ტესტირების ცენტრი და უნიკალური გამოცემები საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში. ასევე, გაეცნო საწარმოებსა და უნივერსიტეტებს შორის არსებული ინოვაციური ცენტრს საქმიანობას.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.