„პალიტრა მედია ჰოლდინგის“ ელ. კომერციის დეპარტამენტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გახდნენ სრულიად ახალი მიმართულების - Startup ბიზნესის და ინოვაციების გუნდის წევრი.
წარმატებული ახალგაზრდების გუნდთან ერთად გექნებათ შესაძლებლობა:
- მიიღოთ გამოცდილება;
- განახორციელოთ მასშტაბური პროექტები;
- განავითაროთ თქვენი კარიერა;
თანამდებობა: სტაჟირება სოციალური მედიის მიმართულებით
მოვალეობები:
- კრეატიული და თანამედროვე სარეკლამო კონტენტის შექმნაში მონაწილება (facebook, Instagram, google, email)
- უცხოური ტენდენციების შესწავლა და გამოცდილების გაზიარება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (3-4) სასურველოია ბიზნესის, მარკეტინგის, PR-ის ან ჟურნალისტიკის ფაკულტეტიდან
პიროვნული მახასიათებლები:
- ორგანიზებულობა
- კრეატიული
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებული
თანამდებობა: სტაჟიორება დიზაინერის პოზიციაზე
მოვალეობები:
- კრეატიული და თანამედროვე დიზაინის კონტენტის შექმნა
- ლოგოს, ბანერის, ვებ გვერდების შექმნა/შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- სარეკლამო ბანერების და პოსტერების დამზადება
მოთხოვნები:
- Adobe Photoshop-ის ცოდნა;
- დამატებით პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
თანამდებობა: სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით
მოვალეობები:
- კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება
- დოკუმენტაციის გაფორმება
- გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე
career@palitra.ge, 2016 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. აუცილებელია ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და მიმაგრებულ ფაილზე მიუთითოთ სახელი, გვარი ლათინური შრიფტით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.