„ჰორიზონტი 2020” საინფორმაციო დღე მიგრაციის თემატიკაზე
„ჰორიზონტი 2020” საინფორმაციო დღე მიგრაციის თემატიკაზე
01-11-2016
11 ნოემბერს, 11:00 სთ, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სამინისტროში (დიმიტრი უზნაძის 52, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, III სართული, ბიბლიოთეკა) გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020” საინფორმაციო დღე მიგრაციის თემატიკაზე.
შეხვედრა მიზნად ისახავს მიგრაციის კვლევებზე მომუშავე დაინტერესებული პირების ინფორმირებას ჰორიზონტი 2020-ის პროგრამასთან დაკავშირებით. 2017 წლის სამუშაო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ 50 კონკურსს შორის, არსებული გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, მიგრაციის კვლევები პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ (გააგზავნონ სახელი, გვარი, ორგანიზაცია, საქმიანობის პროფილი/სფერო, საკონტაქტო ინფორმაცია) შემდეგ მისამართზე: h2020georgia@gmail.com. ელ-ფოსტის სათაურში (subject ველი) უნდა მიეთითოს "ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე - მიგრაცია“.
ვინაიდან ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ პირებს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.