სამუშაო შეხვედრა და ტრენინგები ARMAZEG პროექტის ფარგლებში
სამუშაო შეხვედრა და ტრენინგები ARMAZEG პროექტის ფარგლებში
26-10-2016
26 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების ცენტრის ბაზაზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Tempus პროგრამის ARMAZEG საგრანტო პროექტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ARMAZEG პროექტის ("ინსტრუმენტების შემუშვება უწყვეტი განათლებისთვის ტრანსკავკასიის რეგიონში: ელექტრონული სწავლება") კონსორციუმის პარტნიორ უნივერსიტეტთა წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრა ითვალისწინებდა გამოცდილების გაზიარებას. ასევე, ჩატარდა ტრენინგები, რომელსაც უძღვებოდნენ ლუვენისა (ბელგია)და გრანადის (ესპანეთი) უნივერსიტეტების წარმომადგენლები. თეორიულ მასალასთან ერთად, ძირითადი ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ სწავლებას. მოხდა ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნისათვის საჭირო თანამედროვე აპარატურული მოწყობილობების პრეზენტაცია და აუდიტორიისათვის მათი მუშაობის პრინციპების დემონსტრირება.
აღსანიშნავია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების ცენტრში, ასევე, იგეგმება სტუ-ს პროფესორ მასწავლებლებისათვის ანალოგიური ტრენინგების ჩატარება.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.