საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტმა, მიხეილ კელენჯერიძემ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2016 წლის გრანტი მოიპოვა და სამაგისტრო ნაშრომს იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 8 თვის განმავლობაში შეასრულებს.
აღნიშნული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული მიხეილ კელენჯერიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის"სამედიცინო ფიზიკის" სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის მაგისტრანტია. მაგისტრანტის ხელმძღვანელია პროფ. ქეთევან კოტეტიშვილი და დოქტორი იორგ ფელდერი (იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი INM-4).
21 სექტემბერს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მარინე ჩიტაშვილმა და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა, პროფ. სებასტიან შმიდტმა გამარჯვებულ სტუდენტს სერტიფიკატი გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.