სტუ-ს ასოც.პროფ. მიხეილ ქანთარია კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში
სტუ-ს ასოც.პროფ. მიხეილ ქანთარია კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში
19-10-2016
12 ოქტომბერს, ქ.კილის (გერმანია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე მიწვეული იქნა სტუ-ს ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო-სასწავლო ინოვაციური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი მიხეილ ქანთარია.
საქმიანი ვიზიტი სტუ-ს სამეცნიერო-სასწავლო ინოვაციური ცენტრის დირექტორის, პროფ. ალექსანდრე ედიბერიძისა და კილის უნივერსიტეტის დირექტორის და საერთაშორისო ურთიეთობების კოორდინატორის, პროფ. რობერტ მანცკეს ინიციატივით გაიმართა.
საქმიანი შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა სტუ-ს და კილის უნივერსიტეტს შორის ერთობლივ კვლევით და გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებული პერსპექტივები და დაისახა შესაბამისი სამომავლო გეგმები.
კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში სტუმრობისას ქართველი მეცნიერი, ასევე, გაეცნო გერმანულ უნივერსიტეტში მიმდინარე რობოტოტექნიკისა და სხვა თანამედროვე საინჟინრო მიმართულებების კვლევებსა და ექსპერიმენტებს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.