CEU ბიზნესის სკოლის სასტიპენდიო პროგრამები 2017 წლისათვის
CEU ბიზნესის სკოლის სასტიპენდიო პროგრამები 2017 წლისათვის
04-10-2016
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) (უნგრეთი) ბიზნესის სკოლა ფინანსების მაგისტრატურის ფარგლებში აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს 2017 წლისთვის:
NASDAQ სტიპენდიების პროგრამა: NASDAQ OMX საგანმანათლებლო ფონდის გრანტი ფარავს სწავლის სრულ საფასურს
Future of Big Data სტიპენდიების პროგრამა: ლონდონის საინვესტიციო ფირმის გრანტი ფარავს სწავლის სრულ საფასურს და ითვალისწინებს შესაძლო სტაჟირებას ლონდონში (ინგლისი).
2017 წლის სექტემბრისათვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 01.04.2017.
ფინანსების მაგისტრატურა ერთწლიანი პროგრამაა, რომელიც ანიჭებს ამერიკის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს და სადაც მიღება ხორციელდება წელიწადში ორჯერ, იანვარსა და სექტემბერში. პროგრამაში გათვალისწინებული როგორც დღის, ისე საღამოს დასწრებული სწავლება, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გაიარონ სტაჟირება ან იმუშაონ პარალელურად. სასწავლო პროგრამა ფოკუსირებულია პრაქტიკაზე და შეიცავს კურსების ფართო სპექტრს, როგორიცაა ფინანსები, ეკონომეტრიკა, პროგრამირება და დიდი მონაცემთა ბაზები ე.წ. Big Data.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.