ჟ. შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია და ჟ. შარტავას გამზირისთვის სახელის მინიჭების საზეიმო ცერემონია ბათუმში
ჟ. შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია და ჟ. შარტავას გამზირისთვის სახელის მინიჭების საზეიმო ცერემონია ბათუმში
26-09-2016
25 სექტემბერს, ქ. ბათუმის მერიის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირს - „გმირთა ხეივანს“, ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა.
იმავე დღეს აჭარის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში გაიმართა ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია. წიგნში შესულია ქართული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების, ჟიული შარტავას კოლეგების, თანამებრძოლების, მასთან დაახლოებული პირების მოგონებანი ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
წიგნის პრეზენტაციასა და ჟიული შარტავას გამზირისთვის ოფიციალურად სახელის მინიჭების საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ბათუმის მერიის მუნიციპალიტეტის და საკრებულოს ხელმძღვანელებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის წარმომადგენლებმა, ასევე, განათლებისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეებმა და საზოგადოებისათვის ცნობილმა ადამიანებმა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.