ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოც. პროფესორის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოც. პროფესორის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში
08-08-2016
21 ივნისიდან 25 ივლისამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარინა ლონდარიძე მიწვეული იყო დიუსელდორფის კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრსა და მიუნსტერის უნივერსიტეტში (გერმანია). სამუშაო ვიზიტი მიზნად ისახავდა გერმანული სწავლების მეთოდიკის გაცნობას და ის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის დაფინანსებით განხორციელდა.
ქართველმა იურისტმა დიუსელდორფის სამეცნიერო კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების ინტერკულტურულ ცენტრში წარმატებით გაიარა ტრენინგი „გერმანული სწავლების მეთოდიკა იურისტებისათვის“. ტრეინინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ცოდნისა და გამოცდილების ურთერთგაცვლა, თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში ჩაღრმავება და მსჯელობის შედეგად მართებული დასკვნების გამოტანა.
მიუნსტერის პროფესორის შთაინ-მეიერის ხელშეწყობით ქართველ მეცნიერს საშუალება მიეცა, შეხვედრები გაემართა სრულ იურისტებთან, მუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებთან, ასევე, დასწრებოდა კონფერენციებს, სემინარებსა და ლექციებს.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი მარინა მოლაპარაკებას აწარმოებდა მუნსტერის უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთერთნამშრომლობასა და გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.