საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სტუ-ში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სტუ-ში
04-08-2016
3 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია. მინისტრმა დაათვალიერა ფიზიკოსთა კორპუსში განთავსებული ფიზიკის ლაბორატორია, რომელიც სტუდენტებმა თავიანთ პედაგოგებთან ერთად მოაწყვეს და დღეს ერთ-ერთ საუკეთესო ლაბორატორიად ითვლება ევროპაში. იგი აღიარებულია მასაჩუსეტსისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების მიერ. საგულისხმოა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიით წარმატებით სარგებლობს CERN - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია ცერნი (შვეიცარია). ფიზიკის ლაბორატორიის ხშირი სტუმრები არიან ფიზიკით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებიც.
მინისტრმა, ასევე, დაათვალიერა უნიკალური ვირტუალური ლაბორატორია, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა შექმნეს და გაეცნო იმ სამუშაოებსაც, რომელსაც უნივერსიტეტის ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში ატარებენ.
ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობის დასასრულს ალექსანდრე ჯეჯელავა იმ ქართველ მეცნიერებს შეხვდა, რომლებიც ჩართულნი არიან ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის (დუბნა), KEK - იაპონიის მაღალი ენერგოდამაჩქარებლის სამეცნერო კვლევითი ორგანიზაციისა და ცერნის ერთობლივ პროექტებში. ქართველი ფიზიკოსები წარმატებულად მოღვაწეობენ აღნიშნულ კვლევით ლაბორატორიებში, მათთვის გახსნილია გზა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო პროექტებში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.