ქართველი დოქტორანტის წარმატებული სადოქტორო დისერტაციების დაცვა გერმანიასა და საქართველოში
ქართველი დოქტორანტის წარმატებული სადოქტორო დისერტაციების დაცვა გერმანიასა და საქართველოში
03-08-2016
6 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „ინფორმატიკის“ დოქტორანტმა მალხაზ ჯაბუამ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კიოლნის უნივერსიტეტში თემაზე „Ultimate Resolution X-Ray Spectroscopy of Chemical-Effects in Manganese Compounds“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფ. დეტლევ გოტა) და მიენიჭა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ამავდროულად, 22 ივლისს მალხაზ ჯაბუამ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თემაზე "მაღალი წარმადობის SCADA სისტემა კრისტალური სპექტრომეტრის მონიტორინგისა და მართვისათვის" (სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფ. ლევან იმნაიშვილი) და მიენიჭა ინჟინერიის აკადემიური დოქტორის ხარისხი ინფორმატიკაში.
აღსანიშნავია, რომ სადოქტორო დისერტაციის დაცვა განხორციელდა ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იულიხის კვლევით ცენტრს (გერმანია) შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმისა და სტუ-სა და კიოლნის უნივერსიტეტს (გერმანია) შორის არსებული ხელშეკრულების – „სადოქტორო დისერტაციის ერთობლივი ხელმძღვანელობის შესახებ“ ფარგლებში და მალხაზ ჯაბუა პირველი დოქტორანტია, რომელმაც სადოქტორო დისერტაციები დაიცვა მეცნიერებათა ორ მიმართულებაში იულიხის კვლევით ცენტრსა, კიოლნის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ზემოაღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.