სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტში
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტში
14-07-2016
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტში ჩატარდა ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის, „Biomedical Engineering” კურსდამთავრებული მაგისტრების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.
სამაგისტრო ნაშრომები მაღალ აკადემიურ დონეზე იქნა შესრულებული. აღსანიშნავია მაგისტრანტ ტოჰიდ ტალებიფარის მიერ შესრულებული სამაგისტრო ნაშრომი: “კარბონული ნანომილაკები და გრაფენული ტექნოლოგიები ბიოსენსორებში” („Carbon nanotubes (CNTs) & Graphene Technologies in Biosensing“), პროფ. ირინე გოცირიძის ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ ნაშრომის შესრულებას თანახელმძღვანელობდა პოლონეთის ვესტ-პომერანიის შჩეცინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი კშიშტოფ პენკალა, Erazmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში და სამაგისტრო ნაშრომის ექსპერიმენტული ნაწილი სრულად განხორციელდა ვესტ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის „ნანოტექნოლოგიების სასწავლო და სამეცნიერო ცენტრში“.
სტუდენტებმა დავით მჭედლიძემ და ნიკა შენგელიამ, ასევე, წარმოადგინეს ანგარიში-პრეზენტაცია პოლონეთში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფართო ჩართულობას განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.