შტეფან ჰიპს სტუ-ს საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა
შტეფან ჰიპს სტუ-ს საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა
30-06-2016
30 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების მრეწველობის სფეროში განსაკუთრებული მიღწევების აღსანიშნავად, ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებისა და ქართველი სტუდენტების სამეცნიერო და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, ცნობილ გერმანელ მეწარმესა და ქველმოქმედს, ბატონ შტეფან ჰიპს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
ამასთანავე, გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც სტუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2-2 სტუდენტი სტაჟირებას გაივლის გერმანიაში.
აღსანიშნავია, რომ შტეფან ჰიპი ბავშვთა კვების მწარმოებელი საოჯახო კომპანიის HIPP ერთ-ერთი აქციონერია.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.