სისხლის სამართლის საერთაშორისო იმიტირებული პროცესები ჰააგაში
სისხლის სამართლის საერთაშორისო იმიტირებული პროცესები ჰააგაში
03-06-2016
21–29 მაისს ჰააგაში (ნიდერლანდების სამეფო) სისხლის სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესები გაიმართა. იმიტირებული პროცესი გროტიუსის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული და მასში წარმატებით მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის გუნდი.
საგულისხმოა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში. მისი გამოსვლა ერთ–ერთი გამორჩეული იყო ისეთ გუნდებთან დებატებში, როგორიცაა გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების გუნდები და ჰააგის მოსამართლეებისა და პროკურორებისგან საკმაოდ მაღალი შეფასებებიც დაიმსახურა.
პროცესების დასასრულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის თითოეულ წევრს შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.