28 მაისს, 12:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება მასტერკლასი „წარმატების მიღწევის 9 გზა“, რომელიც წარმოადგენს ორთვიანი უპრეცედენტო პროექტის „მე ვარ პროაქტიური“-ს დასკვნით ღონისძიებას.
9 სპიკერი, განსხვავებული პროფესიებით და ისტორიებით, მასტერკლასის მონაწილეებს უშუალოდ გაუზიარებენ პირად გამოცდილებას, როგორ მიაღწიეს წარმატებას და როგორ დაეხმარა მათ ამ ყველაფერში პროაქტიური ცხოვრების სტილი. ღონისძიების მონაწილეები მიიღებენ მნივნელოვან რჩევებს თავიანთი პოტენციალისა და კარიერის სწორი მიმართულებით განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე, როგორ მოიპოვონ მუდმივი განვითარების წყარო და შეუთავსონ ერთმანეთს სასარგებლო და სასიამოვნო საქმე.
ღონისძიების სპიკერებს შორის იქნებიან მოქმედი ახალგაზრდა პრაქტიკოსი ბიზნესმენები, ტრენერები, მეწარმეები, საჯარო მოხელეები და ახალგაზრდა მუშაკები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების ბმული:
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.