პროფ. ლასლო უნგვარის სტუ-ს საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა
პროფ. ლასლო უნგვარის სტუ-ს საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა
19-05-2016
19 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუ-სა და ვილდაუს ტექნიკურ გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (გერმანია) შორის ნაყოფიერი და ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და კვლევების მიმართულებით ლოგისტიკის სფეროში, ვილდაუს ტექნიკურ გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ლასლო უნგვარის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი (Doctor Honoris Causa) მიენიჭა.
სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და აკადემიური საბჭოს წევრებმა პროფ. უნგვარის საქართველოში ახალი დისციპლინის, კერძოდ საინჟინრო ლოგისტიკის გავითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სტუ-ს საპატიო დოქტორის წოდება ერთხმად მიანიჭეს.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ოქტომბრიდან TH Wildau-მ ორ წამყვან გერმანულ უნივერსიტეტთან ერთად სტუ-ს ლოგისტიკის დეპარტამენტთან თანამშრომლობით ლოგისტიკაში ორდიპლომიანი გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამა ოთხწლიანია და მას აფინანსებს გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამა (DAAD).
TH Wildau წარმოადგენს გერმანიის ერთერთ ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრს, რომელიც 2015 წ. დასახელდა სამეცნიერო დაწესებულებების ხუთეულში მთელი გერმანიის მასშტაბით. ის ფოკუსირებულია ბიზნეს ადმინისტრირებისა და ტექნიკური დისციპლინების ურთიერთდამოკიდებულების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე, ასევე, უახლეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე. TH Wildau ამზადებს სპეციალისტებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ეკონომიკა, ინფორმატიკა, ინჟინერია, სამართალმცოდნეობა. სამეცნიერო-კვლევითი კუთხით იგი თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ ტექნოლოგიურ გიგანტებთან: Daimler, BMW, Siemens, Sony, Fujitsu, ABB.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.