შეხვედრა IncoNet EaP პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით
შეხვედრა IncoNet EaP პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით
06-05-2016
13 მაისს, 15:00 სთ., შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში (ალექსიძის ქ. #1) გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირების მოხსენება. მოხსენება დაეთმობა ღონისძიებებს, რომელიც ჩატარდა პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში“ (IncoNet EaP) ფარგლებში.
IncoNet EaP დაფინანსებულია ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) მიერ. პროექტის ფარგლებში სამ ეროვნულ საკონტაქტო პირს (სამი საზოგადოებრივი გამოწვევის მიხედვით) შესაძლებლობა მიეცათ, დასწრებოდნენ ე.წ. Twinning ღონისძებებს და გაეზიარებინათ ევროპელი კოლეგების გამოცდილება.
საქართველოდან Twinning ღონისძიებებზე იმყოფებოდნენ ნატალია შათირიშვილი (ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირი), მაია ოკუჯავა (ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირი) და ნინო ჯანელიძე (კლიმატის ცვლილების მიმართულებით ეროვნული საკონტაქტო პირის მიერ დასახელებული კანდიდატი), რომლებიც დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ შეძენილ გამოცდილებას და მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას „ჰორიზონტი 2020“-ის აქტივობების შესახებ შესაბამისი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.