"ინფორმალური ეკონომიკური განათლების პროგრამის" კონცეფცია და ვებპორტალი
"ინფორმალური ეკონომიკური განათლების პროგრამის" კონცეფცია და ვებპორტალი
27-04-2016
22 აპრილს საქართველოს პარლამენტში გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სტუ-სთან არსებულმა ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლამ და პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს "ინფორმალური ეკონომიკური განათლების პროგრამის" კონცეფცია წარუდგინა.
ამასთან ერთად, სკოლის დირექტორმა ზურაბ ჯიბლაძემ დამსწრე საზოგადოებას შესაბამისი ვებპორტალი წარმოუდგინა. ვებპორტალი რამდენიმე ათეულ ათას დაინტერესებულ ადამიანს აძლევს ინფორმალური ეკონომიკური განათლების ელექტრონული პროგრამის სისტემაში ჩართვის შესაძლებლობას და მათი თვითგანვითარებისათვის საჭირო მაღალ სტანდარტებს პასუხობს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, ცნობილი მეცნიერები.
კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს შექმნის თაობაზე, რომელიც საფუძვლიანად იმუშავებს ინფორმალური ეკონომიკური განათლების პროგრამის მიმართულებით.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.