სტუ-ს პროფესორის დაფასება დუბნის ბირთვული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ
სტუ-ს პროფესორის დაფასება დუბნის ბირთვული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ
13-04-2016
2015 წლის 25 სექტემბერს ქ. დუბნის (რუსეთის ფედერაცია) ბირთვული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილება აღნიშნული სამეცნიერო ცენტრის საპატიო დოქტორების წოდების მინიჭების შესახებ მეცნიერთა ჯგუფისთვის (სულ 7 მეცნიერი), მათ შორის „მეცნიერების განვითარებასა და ახალგაზრდა მეცნიერთა მომზადების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილისათვის“ დაჯილდოვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ ხუბუაც.
ჯგუფში შედიოდნენ ისეთი სახელოვანი მეცნიერები, როგორებიც არიან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი ვლადიმერ ფორტოვი, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (ცერნ-ი, ჟენევა) დირექტორი პროფ. როლფ ჰოიერი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იური ოგანესიანი, დუბნის ბირთვული რეაქციების ლაბორატორიის დირექტორი, პროფ. ჰორსტ შტიოკერი, ჰელმჰოლცის სახ. ინსტიტუტის მძიმე იონების კვლევების გაერთიანებული საზოგადოების სამეცნიერო დირექტორი (დარმშტატი, გერმანია) და სხვ.
აღსანიშნავია, რომ პროფ. ჯემალ ხუბუა პირველი ქართველი მეცნიერია, რომელსაც ესოდენ მაღალი წოდება მიენიჭა. ქართველი მეცნიერის აღიარება დუბნის საერთაშორისო ინსტიტუტთან ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალწლიანი (50 წელზე მეტი) ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.