11-12 აპრილს, Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტების საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტების სამსახურების წარმომადგენლებისათვის სემინარი გაიმართა. სემინარში მონაწილეობდნენ თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორისა და ახალციხის უნივერსიტეტების (15 უნივერსიტეტი), მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლით პროგრამებს, მათ შორის Erasmus+.
სემინარს უძღვებოდა ვარშავის ეკონომიკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გჟეგოჟ აუგუსტინიაკი, რომელმაც კოლეგებს გაუზიარა პოლონური უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი გამოცდილება მობილობის მიმართულებით. მან ღონისძიების მონაწილეებს წარმოუდგინა ვარშავის ეკონომიკის უნივერსიტეტი და გამართა საინტერესო პრეზენტაცია უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის აქტივობების შესახებ.
სემინარის ფარგლებში, ასევე, შემუშავებული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.