"BACKIS - შავ და კასპიის ზღვებს შორის" პროექტი - ფინალური შეხვედრა
"BACKIS - შავ და კასპიის ზღვებს შორის" პროექტი - ფინალური შეხვედრა
05-04-2016
5 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის "BACKIS - შავ და კასპიის ზღვებს შორის" პროექტის ფინალური შეხვედრა გაიმართა.
მასში მონაწილეობას ღებულობდნენ პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტები. მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პროექტის კოორდინატორია საფრანგეთის მონპელიეს უნივერსიტეტი. პროექტის კონსორციუმში გაერთიანებულია უნივერსიტეტები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ჩეხეთის რესპუბლიკა, პოლონეთი, ესპანეთი, ლიტვა, ესტონეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.
ღონისძიება გახსნა თსუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფ. იოსებ სალუქვაძემ. ღონისძიებაზე პრეზენტაციით გამოვიდა, აგრეთვე, ერაზმუს+ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, პროფ. ლიკა ღლონტი. შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს მობილობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები და მიღწეული შედეგები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.