საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ კიბეროლიმპიადასთან დაკავშირებით
საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ კიბეროლიმპიადასთან დაკავშირებით
28-03-2016
29 მარტს, სტუ-ს მე-6 კორპუსის 311ა აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ კიბეროლიმპიადასთან დაკავშირებით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად იწყებს ეროვნულ კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას. კიბეროლიმპიადის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროს განავითარების ხელშეწყობა და პუპულარიზაცია და იმ ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას ფლობენ.
კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია კიბერსაკითხებით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას 25 წლამდე. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა ჩამოაყალიბონ მაქსიმუმ 3 წევრისგან შემდგარი გუნდი და წარმოადგინონ შესაბამისი განაცხადი. ეროვნულ კიბეროლიმპიადაზე დაისმება კიბერუსაფრთხოების გავრცელებული შეტევის ვექტორების ამოცანები, რომელთა გადაჭრაშიც ერთმანეთს გუნდებად დაყოფილი სტუდენტები შეეჯიბრებიან.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.