საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ABET-ის კომისია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ABET-ის კომისია
25-03-2016
15 მარტს „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ABET-ის კომისია“ შეიქმნა. კომისიის მიზანია სტუ-ში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროგრამის - „SDSU-საქართველო: მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის სფეროებისთვის ხარისხის აკრედიტაციისა და ინსტიტუციონალური ხელშეწყობის ინიციატივა“ - ფარგლებში საინჟინრო ტექნოლოგიების ქართული საბაკალავრო პროგრამებისათვის ამერიკული აკრედიტაციის მოსაპოვებლად სათანადო მომზადება და ხელშეწყობა.
ABET-ის კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ოფისში. შეხვედრა გახსნა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ვიცე დეკანმა პროფ. ჰალილ გუვენმა. თანამედროვე უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციისა და განვითარების საქმეში ABET-ის საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობისა და თავისი გამოცდილების შესახებ მოხსენება გააკეთა ABET-ის საერთაშორისო ექსპერტმა, პროფ. მეჯიდ ჰაშემიპურმა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.