სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა
სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა
19-02-2016
სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა აცხადებს 2016/2017 აკადემიური წლის განმავლობაში სტუდენტების, მკვლევრების და ლექტორების მიღებას სლოვაკეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში და კვლევით დაწესებულებებში.
სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამტკიცებული ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტების, დოქტორანტების, მკვლევრებისა და ლექტორების მობილობას და სტიპენდიით გათვალისწინებულ ფულად სახსრებს ანაზღაურებს სლოვაკეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კვლევის და სპორტის სამინისტრო.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა „ონლაინ“ რეჟიმში უნდა შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 აპრილისა (ცენტრალური ევროპული დროით, 16:00 საათამდე).
ამასთან, 2016/2017 აკადემიური წლის ზაფხულის სემესტრში სტიპენდიის მიღების მსურველებმა, „ონლაინ“ აპლიკაცია უნდა შეავსონ და გააგზავნონ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 ოქტომბრისა.
სააპლიკაციო ფორმებისა და დეტალური ინფორმაციისათვის, რომელიც ხელმისაწვდომია სლოვაკურ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე, იხილეთ: www.scholarships.sk
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.