ღია კონკურსი სამშენებლო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის საბჭო, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ დებულების“ 27-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად, აცხადებს ღია კონკურსს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად.
1. განცხადების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადები:
ა. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნებისათვის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე წლის 29 იანვარს და დასრულდება 4 თებერვალს.
ბ. საბუთები მიიღება: I კორპუსი. ოთახი N 525 (11-16 სთ);
გ. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები ჩატარდება 2016 წლის 11 თებერვალს.
2. საკონკურსო პირობები:
ა. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს წევრ პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს;
3. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადად უნდა წარმოადგინონ:
ა. ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
ბ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის /პასპორტის) ასლი;
გ. სამოქმედო პროგრამა.