კახა კალაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრას გამართავს
22 დეკემბერს, 12:30 სთ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ვიცე პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან საჯარო შეხვედრას გამართავს. მინისტრი შეხვდება ა(ა)იპ "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობის ფონდი"-ის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების შემსრულებელ სტუდენტებს. მინისტრი ისაუბრებს საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებასა და გამოყენებაზე, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობასა და მათ მიმდინარეობაზე, ასევე, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და მომავალში დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე.
კახა კალაძის ინიციატივით, სტუდენტებთან საჯარო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. სტუდენტები შეხვდებიან სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს. აღნიშნული შეხვედრების შედეგად სტუდენტები დეტალურად გაეცნობიან კონკრეტული ენერგეტიკული კომპანიების საქმიანობას.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.