სტუ-ის ბიოტექნოლოგიის ცენტრი კარტოფილის in vitro სინჯარის მცენარეების შენახვა - განახლებაზე და კაკლის in vitro მცენარეების კოლექციის შექმნაზე მუშაობს

სტუ-ის ბიოტექნოლოგიის ცენტრი კარტოფილის in vitro სინჯარის მცენარეების შენახვა - განახლებაზე და კაკლის in vitro მცენარეების კოლექციის შექმნაზე მუშაობს

18-01-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრი  რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს. მათ შორისაა, კარტოფილის in vitro  სინჯარის მცენარეების შენახვა - განახლებაზე, ასევე,  in vitro  სინჯარებში მიკროტუბერების მიღებაზე და ტექნოლოგიის შემუშავებაზე მათი ღია გრუნტში გატანის მიზნით.

თემის ძირითადი არსი საქართველოში შემოტანილი მსოფლიოში აპროპირებული  კარტოფილის  ახალი, ჰიბრიდული   ჯიშების კოლექციაში  მოქცევაა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის  ეკოლოგიის  დოქტორის, პროფესორ მაია კუხალეიშვილის განცხადებით, 2022  წელს არსებულ კოლექციას დაემატა ჰოლანდიური კარტოფილის ჯიში- „ჯელი“.

„საწყისი მასალა(ტუბერები) მოწოდებული იქნა კომპანია“აგრიკოს“ მიერ. დედა მცენარეების მიღებამდე  ტუბერები შემოწმებული იქნა ვირუსულ დაავადებაზე. ტუბერიდან  in vitro ლაბორატორიაში  მოხდა დედა მცენარეების მიღება. მიღებული უვირუსო კარტოფილი „ჯელი“ დაემატა   ცენტრში  არსებულ  უვირუსო კარტოფილის სინჯარის მცენარეების კოლექციას. კოლექციაში  ამჟამად  თავმოყრილია  57  ჯიშის, კარტოფილის  უვირუსო სინჯარის  მცენარეები. უნდა აღვნიშნოთ, რომ  ბიოტექნოლოგიის  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ერთადერთია  საქართველოში, რომელსაც გააჩნია  in vitro  კარტოფილის უვირუსო სინჯარის მცენარეების კოლექცია და შესულია საქართველოში  არსებული  სხვადასხვა  სასოფლო-სამეურნეო  კულტურების  გენ -ბანკის „ოქროს“ ფონდში“, - აცხადებს მაია კუხალაშვილი.

სტუ-ის ბიოტექნოლოგიის ცენტრის მეორე მნიშვნელოვანი პროექტია კაკლის in vtiro  მცენარეების  კოლექციის  შექმნა და საქართველოს პირობებზე  ადაპტირებული ჯიშების  შერჩევა. რადგან კაკალი ძნელად გასამრავლებელ კულტურას წარმოადგენს, ცენტრის თანამშრომლებმა მეცნიერის ი. მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით, ქსოვილოვანი აპიკალური კვირტის მეთოდით მიიღეს კაკლის in vito მცენარე. მასალა უკვე აღებულია ღია გრუნტში 2-3 წლიანი კაკლის ბაღებიდან, შიდა ქართლის რაიონის სოფელ ჯიღაურაში. ცენტრი ასევე სწავლობს მარნეულის რაიონის კლიმატურ-ნიადაგური პირობებს. კვლევას ხელმძღვანელობს პროფესორი გ. დვალი. კვლევის ფარგლებში პომიდვრის ფესვიდან და რიზოსფეროდან გამოყოფილ იქნა მცენარის დაავადების გამომწვევი პათოგენი სოკოების სუფთა კულტურები. იდენტიფიკაციის შედეგად პათოგენი სოკოების უმრავლესობა მიეკუთვნებოდა Phytophtora infestans და Fusarium expansum-ს. კვლევებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ფუნგიციდ „რიდომლ გოლდი“ მკვეთრად თრგუნავს პომიდვრის ფესვისა და რიზოსფეროს როგორც სასარგებლო, ისე პათოგენური მიკროორგანიზმების განვითარებას, ხოლო ბიოპრეპარატი  „ფიტოკატენა“ მნიშვნელოვნად ანადგურებს პათოგენ სოკოებს და არ იწვევს სასარგებლო მიკროორგანიზმების მნიშვნელოვან დათრგუნვას, რაც ხელს უწყობს ნიადაგის ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას და მცენარის აქტიურ განვიათარებას ყვავილობის ფაზაში.

„ცენტრი მუშაობს კვლევით და სხვადასხვა მიმართულებით. მოგეხსენებათ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის  ფაკულტეტზე იკითხება სალექციო კურსი ,,ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ტექნოლოგია“, საგანმანათლებლო - სამაგისტრო პროგრამაში ,,სასურსათო ტექნოლოგია“, სამი  მაგისტრი ამ  მიმართულებით ამზადებს სადიპლომო ნაშრომს, რომელთა ხელმძღვანელია პროფესორი თამარ კაჭარავა. ცენტრმა სტუდენტების პროფესიული ზრდისთვის მოაწყო გასვლითი თრეინინგი ანასეულში,  ჩაის, სუპტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების წარმოების ეფექტიანობის ამაღლების ცენტრს „აგროფარმ +“ შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივით ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს“, - აცხადებს მაია კუხალაშვილი.

ბიოტექნოლოგიის ცენტრი 1983 წლის 18 აგვისტოს დაარსდა.

 

სიახლეებში დაბრუნება